ჩემი 2015.

იმდენი ხანია ბლოგზე არ შემოვსულვარ, რომ ბლოგის პაროლიც კი დამავიწყდა და მკითხაობა მომიწია აქ შემოსაღწევად. :/ მაგრამ აქ ვარ ^^  2015 წელი რომ არ შევაჯამო ისე არ გამოვა. ხოდა მოემზადეთ, ყველაზე ყველაზე მაგარი წელზე უნდა მოგიყვეთ.

  • 2015 დაიწყო ყველაზე ყველაზე მაგარ  ადგილას, ყველაზე მაგარ ბავშვებთან ერთად, და დამიტოვა ყველაზე ყველაზე მაგარი მოგონებები ^^ აი ისეთები ღამე რომ უცბათ გახსენდება და სიცილი რომ გიტყდება, თან ბალიშს რომ იფარებ პირზე, შენი ჭიხვინი არავინ რომ არ გაიგოს.
  • 12648031_1131001726909885_53326392_n10891691_929662987043761_8577668722109358140_n
  • ლიდერთა სახლის მონაწილე გავხდი.
  • 10885191_939666852710041_6120782637052379525_n
  • სკოლის თვითმმართველობის ლიდერი.
  • ბევრი ბევრი კონკურსი მოვიგე.
  • 10982470_954208824589177_3051882194694023506_n10885473_961628823847177_5655770862628982241_n10998403_954762767867116_2670635372009743630_n

 

 

 

 

 

 

 

  • უძლიერესი და უმაგრესი პროექტის მონაწილე ვიყავი, რომელმაც ძალიან ბევრ რამეს მიმახვედრა და შემახვედრა ძალიან მაგარ ადამიანებს. “უცნობი საბჭოთა წარსული”
  • 11083841_969678683042191_3165903927360527932_n
  • GIFFONI ITALY-ს ფინალამდე მივაღწიე.11012891_978618465481546_8341731595997672587_n
  • ექსკურსიაზე ვიყავი ქუთაისში მანსანკანის ბავშვებთან ერთად.
  • 10647077_994848850525174_3154438712903755735_n
  • იმიტირებულ სასამართლოზე ვიყავი ადვოკატი ^^
  • 11350464_1005238819486177_5338171704495745819_n
  • ფორუმზე ვიყავი რომლის სახელიც აღარ მახსოვს 😀
  • 11099980_1005328039477255_3081306611930983557_n
  • ბევრი ტრენინგი ჩამიტარეს, და ცოტა ჩავატარე
  • 10447122_1014362381907154_8559254335878222935_n
  • ახალგაზრდული ბანკის 700 ლარიანი დაფინასება მოვიპოვე და სკოლაშ “ჯანსაღი ცხოვრების კვირეული” ჩავატარეთ.
  • 1506909_1016158425060883_3646805735034625090_n
  • თმა შევიჭერი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
  • ლიდერთა სახლის ერთი სეზონი დავხურე ^^

  • რაც ყველაზე მთავარია და რაც ყველაზე მაგარიაა……..ტარამ ტარააამ……………ხევსურეთში ვიყავი. (და იქ ბევრი რეპორტაჟი ჩავწერე)

  • 11165225_1037161672960558_4686755902190895459_n
  • ესეთი რაღაცეები ვაკეთე 😀 😀 —->
  • მე და ჩემმა ოჯახმა გავიცანით ჩემი სარას მეგობრები ^^ იაპონიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკიდან.

  • 12033223_1064923403517718_4908862529681433608_n
  • კახეთში ვიყავი ჩემ გადარეულ კლასელებთან ერთად.
  • GIFFONI GEORGIA-ზე ვიყავი.

  • და კიდევ ბევრი ბევრი….

  • ^_^ 2016! …

“თუ ოცნება გამოგდის, ესე იგი გაკეთებაც შეგიძლია!” – უოლტ დისნეი

ჩემი დაწერილი  არაა მაგრამ არ შემეძლო არ დამედო. მადლობა თაკო მეფარიშვილს ამ ძალიან მაგარი სიტყვებისთვის. წაიკითხეთ და…ძალიან მალე მიხვდებით ❤

მაჩვენე შენი თვალები და გეტყვი ოცნებობ თუ არა… :)))))

asdasd (2)

როგორ მიყვარს, ადამიანს რომ ვუყურებ თვალებში და მასში ვხედავ ბავშვს, თითქოს ასაკმა ვერაფერი დააკლო, ეს თვალები ისევ ისეთი სუფთა და ციმციმაა, ისე შემოგანათებს, გულს გაგითბობს და უნებლიედ გაგაღიმებს… :)))))))…

ვიცი, არ ხარ პირველი, ვინც მეტყვის, რომ მე-მეოცნებე (არაპოლიტიკურად) “დავეშვა მიწაზე”, მაგრამ ფაქტია, რომ მე ბედნიერი ვარ, ე.ი. ამაში არის “რაღაც” … :))) თანაც, მე დღეს მოგიმზადე საჩუქარი, რომელმაც უკვე ათასობით ადამიანს მოუტანა სიმშვიდე და სიხარული… ესაა მოტივაციის რამდენიმე წუთი, რომელიც შევქმენი მაშინ, როდესაც თავად (2009 წლის მაისში) კატასტროფული დეპრესია მქონდა… არ ვიცი, რამხელა სიყვარული მოვიძიე საკუთარ თავში, რომ დღეს, წლების მერე ეს ვიდეორგოლი გულს უხარებს ადამიანებს და კვლავაც შთააგონებს… (იხილე ვიდეო პოსტის ბოლოში…)…

jh

რატომღაც, “დიდებს” არ უყვართ ოცნებებზე საუბარი… როდესაც ვეკითხები: “ – რაზე ოცნებობ ახლა?!” – ისინი შეურაცხყოფილი თოვლივით შეიშმუშნებიან და “დიდურად მიხსნიან”, რომ:“-ოცნება ილუზიაა! გამოვედი მაგ ასაკიდან! რეალობას უნდა გაუსწორო თვალი!”

რატომ არ ოცნებობენ დიდები?!

დაკვირვებიხარ სევდიან, უიმედო სახეებს, ჩამქრალ თვალებს, რომელთა ოცნებისგან “განიარაღება” უკვე მოასწრო საზოგადოებამ თავისი შეზღუდული და მახინჯი სტერეოტიპებით, დოგმებით და ოდესღაც მებრძოლი ენთუზიასტი ნაცრისფერ პრაგმატულ არსებად გადააქცია, ჩამოკიდა პასუხისმგებლობისა და დანაშაულის გრძნობის მძიმე ჯაჭვი და მკაცრად გააფრთხილა: “ – მოიშორე ვარდისფერი სათვალე, დროა გაიზარდოო?!!!”

დიდები არ ოცნებობენ, რადგან მათ ეშინიათ! ეშინიათ იმედგაცრუების!
ზოგჯერ მგონია, რომ დიდებს ეშინიათ ყველაფრის, ჯერ ეშინია, როცა გაიზრდება, არ შეცდეს პროფესიის, საყვარელი ადამიანის, მეგობრების, პარტნიორების არჩევაში…

თუკი შენ შიშში ცხოვრობ, თუკი გულისკანკალით ხვდები ყოველ დილას (ვაჭარბებ ცხადია, მაგრამ იქნებ, არც ვარჭარბებდე…), თუკი ცდილობ ე.წ.“რეალობას გაუსწორო თვალი” და იქონიო კონტროლი ყველა მოვლენაზე შენს ცხოვრებაში, თუკი თავად ხარ ნაცრისფერი მოსიარულე გულშეკუმშული აჩრდილი, სახეწაშლილი, ცხოვრებისგან დაღლილი, განაწამები, გარშემომყოფებისგან დაუცველი მსხვერპლი, რა მაგალითს აძლევ ამით საკუთარ შვილს?!

asdads

ბავშვები, უსაყვარლესები, უფუმფულესები, უღუნღულესები, მომღიმარები, მოცინარები, გემრიელები, ტიტინები იბადებიან და გვჩუქნიან იმედს, სიყვარულს და აქეთ გვაძლევენ მეოცნებე ბუნების, იმედიანობის, გამბედაობის მაგალითს და თუ დაფიქრდები, ჩვენ სწორედ ეს გვიყვარს მათში – შინაგანი თავისუფლება, სილაღე, თავისუფალი ტიტინი!

და რას ვაკეთებთ ჩვენ?!

ოოო, ჩვენ, უძვირფასესები! ადამიანები, ვინც ყველაზე სწორ გზას უნდა ვაჩვენებდეთ, უნდა ვიყოთ სამაგალითო, უნდა გავამართლოთ მათი იმედები, რომ დიახ – ცხოვრება უმაგრესია! ცხოვრება უმშვენიერესია! რომ გაიზრდები ეს გექნება, ის გექნება, ბედნიერი იქნები, მაგრად იქნები! – და ამ დროს?! ამ დროს თავად ცხვირპირი ჩამოგვტირის, გაუბედაობისგან მუხლები გვიკანკალებს, არ შეგვიძლია ავირჩიოთ ის გზა, რომლისკენაც მიგვიწევს გული, რომელიც ნამდვილად უნდა გულს, ვეგუებით არსებულ რეალობას და ვამბობთ, რომ არ შეგვიძლია მისი შეცვლა, ველოდებით რაღაც გარდამტეხ სასწაულს, ვშეშდებით ადგილზე, ვირჩევთ იმ საქმიანობას, რომელსაც მოაქვს შემოსავალი და არა რომელიც ნამდვილად გვინდა ჩვენ, ვცხოვრობთ გულისტივილში, ნიღაბმორგებული, ვცდილობთ მოვეწონოთ საზოგადოებას, დავაკმაყოფილოთ შ-ტერეოტიპების სტანდარტები, ვერ ვბედავთ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, რომ საახლობლოს, სანათესაოს, გარემოცვის კრიტიკისა და განსჯის საგანი არ გავხდეთ, თავადაც მუდმივად ვაკრიტიკებთ და ვადანაშაულებთ საკუთარ თავს, რომ ხელმოცარულები და უიღბლოები ვართ და ვერც კი ვამჩნევთ, რომ…………..

ჩვენი პატარა, ხალისიანი, ღიმილიანი, ტიტინა, ჩასაჯუჯგნი, თბილი, ტკბილი, ბავშვი თანდათან “იცვლის ფორმას”, მისი თვალებიდან თანდათან გადადის “ოცნების ციმციმები”, მას ეუბნებიან, რომ “ცხოვრება ძნელია და მტანჯველი”, ან თუ არ ეუბნებიან, ის ამჩნევს მშობლის დაღლილ, ნატანჯ სახეს… ის ხედავს, რომ შენ მიერ ნათქვამი “დამაიმედებელი” სიტყვები შენს რეალურ ყოფას არ ემთხვევა… ის ხედავს, როგორ მოდიხარ სამსახურიდან გამოწურული ლიმონივით და არ გაქვს მასთან თამაშის თავი, ხედავს, როგორი გაუცხოებული და უცნაური დადიხარ, გულზეშემოყრილი, ის გრძნობს, რომ თამაშობ, ის გრძნობს, რომ შენ შენ არ ხარ (და აქ “სნიკერსი” ვერაფერს გიშველის :))))) ), ის გრძნობს, რომ რაღაც რიგზე ვერ გაქვს…

large

თავიდან გებრძვის, ცდილობს გაიგოს, რა გჭირს, ცდილობს შეგავსოს, შეგცვალოს, რადგან მას, როგორც “ნამდვილს” აქვს ამის მოთხოვნილება… ბავშვები იბადებიან “ნამდვილები”, ბავშვობიდან იციან თავიანთი მისია, რისთვისაც მოევლინენ ამ ქვეყანას, მათ არ აქვთ არანაირი შეზღუდვა, სტერეოტიპი ან მიღებული დოგმა და ვერაფრით ვერ გებულობენ, რა გვეტაკა ჩვენ – დიდებს!!!

რა ხდება შემდეგ?!

შემდეგ ჩვენ – მათი დასაყრდენები, მათი აღმზრდელები – დიდები ვწამლავთ საკუთარი მცდარი მოსაზრებებით (მომედავე, თუ გინდა… :))) ), STEREOტიპებით, მიღებული ნორმებით, “ტრადიციებით”, საზოგადოებრივი აზრით (“რას იტყვის ხალხი?!”) და ყველაზე უარესი – საკუთარი მაგალითით! ბავშვი ისე არაფერს ითვისებს, როგორც მშობლის მაგალითს… უცნაურია, მაგრამ ის თვლის, რომ შენ სწორად ცხოვრობ და თუკი უბედურად გრძნობ თავს, უარს ამბობ საკუთარ ოცნებაზე და ვალდებულებებსა და სხვადასხვა ფსიქოლოგიურ მარწუხებში ხარ გამომწყვდეული, ის სწორედ ამას აითვისებს შენგან!!!

აი, რა ხდება, როდესაც შენ უარყოფ საკუთარ თავს და საკუთარ ოცნებას, გულს, მისწრაფებას…

შენ გაქვს მისია – იყო შენ!!!

თუ შენ არ შეგიძლია იყო ის, ვინც ხარ სინამდვილეში…

თუ შენ უარს ამბობ შენს ოცნებებზე ათასნაირი “რაციონალური” მიზეზით (“არარეალურია”, “ახლა ამისთვის არ მცალია”, “ოდესმე”, “არ შემიძლია, ვერ შევძლებ”, “ეს/ის მიშლის ხელს”, “არასოდეს”…), ვერასოდეს მოიპოვებ ბედნიერებას და სხვებსაც ხელს შეუშლი მის ძიებაში…

მიჰყევი შენს ოცნებებს!!! მიჰყევი მაშინაც, როდესაც ისინი არარეალურად გეჩვენება! ნუ შეგეშინდება სიძნელეების, დიდი მწვერვალები ყოველთვის დიდი უფსკრულების გადავლით შეიძლება დაიპყრო! მიჰყევი ოცნებებს მაშინაც კი, როდესაც გგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა, როდესაც აღარავის სჯერა შენი, როდესაც ყველა ტალახს გესვრის, როდესაც გგონია, რომ ახლა დაეცემი, როდესაც ტკივილისგან სული გიკივის…

შეიძლება ვიღაცისთვის ეს ილუზიაა, სიტყვების თამაში ან უბრალო მონაჩმახი, მაგრამ არაფერია ახდენილ ოცნებაზე უფრო რეალური! მე ზუსტად ვიცი, რა ბრწყინვალე ჯილდო ერგება გამარჯვებულს! უდიდესი სიმშვიდეა, როდესაც მწვერვალზე ასული გადმოხედავ ამოვლილ ქარაფებს, მრავალჯერ დაცემული გაიხსნებ ყველა ჭრილობას, ყველა წამოდგომას და ღიმილი მოგეფინება სახეზე, რადგან შენ შენი მისია შეასრულე და ამით უამრავ სხვა ადამიანს ასწავლე – მიჰყვნენ თავიანთ ოცნებებს!!!

მე შენს გვერდით ვარ ისე, როგორც არასდროს და მხარს გიჭერ ისე, როგორც არავინ! მე მჯერა შენი მიუხედავად ყველაფრისა და გამხნევებ: მიჰყევი, მიჰყევი, მიჰყევი შენს ოცნებებს!!!

P.S. მითხარი, მიჰყვები შენს ოცნებებს თუ ჯერ კიდევ მიჯაჭვული ხარ “უძლეველ რეალობას” და გგონია, რომ ვერ შეცვლი მას?! ან იქნებ, ეს ესაა წმინდა წყლის იდიოტობა წაიკითხე? მოკლედ, მინდა ვიცოდე შენი აზრი ;)…

P.P.S. ოდესმე გაგიბედავს გაგეკეთებინა ის, რაც ნამდვილად გულით გინდა? როგორი ემოცია ახლდა მიღებულ წარმატებას?! გჯერა ოცნებების ახდენის? :) გამოხატე შენი აზრი, ის ნამდვილად არის ყურადღების ღირსი

სიყვარულით, შენი მეოცნებე,

აი საჩუქარიც – http://www.myvideo.ge/?video_id=1152960&elapsed=7

ავტორი: თაკო მეფარიშვილი

ერთი, ორი, სამი, ცეკვა ვალსი,ვალსი.

http://www.youtube.com/watch?v=D2m6yrRfS9A    <- ჩართეთ ეს 😀

ერთი, ორი, სამი, ცეკვა ვალსი, ვალსი.

 

asdadsსაღამო ხანი იდგა. ძილის დრო იყო. მეც ჩავწექი თბილ ლოგინში, საბანი თავზე წამოვიხურე, რეალობა დავტუქსე და ოცნებებს გზა მივეცი, რომ მთელს სხეულში , როგორც ჭრელი პეპლები ისე გავრცელებულიყვნენ. მერე დავივიწყე ყველა და ყველაფერი, რეალური თუ არარეალური, კეთილი თუ ბორიტი, და ოცნებებში ჩავიძირე. თვალები ძალიან, ძალიან მაგრად დავხუჭე და უეცრად სულ სხვა სამყაროში, ფერიასთან და ელფებთან ერთად აღმოვჩნდი.

sdfsd

ბავშვურად ჟღერს არა? ჯერ ვიფიქრე სიზმარია მეთქი, მაგრამ ალბათ იმდენად ვიყავი ჩაძირული ოცნებებში, რომ მეგონა რეალობამ სამუდამოდ დაკარგა აზრი და დავრჩით მხოლოდ ჩვენ ორნი,  დიახ მხოლოდ ჩვენ. მე და ოცნება. ჩემი საყვარელი ოცნება.  საწოლიდან წამოვდექი და თხელი, სიფრიფანა კაბის ამარა, აღელვებული გარეთ გამოვედი. ციოდა, ძალიან ციოდა მაგრამ, თითქოს ეს სიცივეც კი მსიამოვნებდა, თითქოს ეს სიცივეც კი მმატებდა რაღაც დაუვიწყარს და თხუთმეტი წლის გადარეულს, ოცნებების მბრძანებლად და გოგონად მაღიარებდა, გოგონად რომელმაც სამუდამოდ დაკარგა რეალობის შეგრძნება და დიდი ოცნებების ზღვაში გაუჩინარდა.

sdsdsdsdfsdf

წვიმდა, ძალიან წვიმდა, თითქოს წვიმის წეთებიც კი რაღაცას მეჩურჩულებოდნენ, მეამბორებოდნენ , ლამაზ სიმღერას მიმღეროდნენ. თითქოს ის წვიმის წვეთი იყო ერთადერთი არსება, რომელიც ჩემს ოცნებებს თავს უკრავდა და აპლოდისმენტის ფონზე ცეკვას მთავაზობდა. ხოდა ერთი ორი  სამი, ცეკვა ვალსი ვალსი!  თითქოს ყველა ცუდი ფიქრი გამქრალიყო და დედამიწაზე მხოლოდ სიკეთე დააბიჯებდა. არ შურდათ, არ სძულდათ. მხოლოდ უყვარდათ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად. იცი? თითქოს მღეროდნენ. ყველა მღეროდა. ზოგი ხმამაღლა, ზოგიც გულში, მაგრამ ხომ იცი რომ მათი გულის სიმღერა, სამყაროს ლამაზ ბგერებად ჩაესმოდა. 

მე კი მივაბიჯებდი , ღამე სიჩუმეში, ჩემს მეწყვილე წვიმასთან ერთად. ადრე ვამბობდი: როგორ არ მიყვარს ღამე რამდენ საიდუმლოს ინახავს მეთქი,  მაგრამ ახლა… ახლა თითქოს ღამე შემიყვარდ რადგან თავად ღამეს გავანდე ჩემი საიდუმლო და უცბათ ვიქეცი გოგონად რომელსაც ღამე შეუყვარდა. თითქოს ჩემი კაბაც ლამაზი მძივებით შეიმოსა და სამყაროს უსასრულობას შეუერთდა. აღარ კვდებოდნენ, აღარ სტკიოდათ , აღარ შიოდათ და აღარ უჭირდათ. მხოლოდ ტიროდნენ, ეგეც სიხრული ცრემლებით. ჰაჰ. აბა ვინ თქვა სიკვდილი რომ არ არსებობდეს , თავად სიყვაულიც არ იარსებებდაო? არ გეთანხმებით ჩემო ბატონო. დიახ ჯიუტად! რადგან  ჩემს სამყაროში არ არსებობდა სიკვდილი, იმიტომ რომ ის სიყვარულმა დაამარცხა. შემდეგ კი სიყვარული გაბატონდა. არისტკრატულად მოირგო დედოფლის გვირგვინი და მოჩუქურთმებულ ტახტზე დაბრძანდა.

tumblr_static_vir__gლამაზი იყო, ძალიან ლამაზი იყო მის გარშემო ყველაფერი იმტომ რომ, იმ წამს თითოეული ადამიანის გულში ძალიან დიდი სითბო ჩაიღვარა. ჩვენ ეს შევძელითო, მითხრა სიყვარულის დედოფალმა, თან თავი თამამად დამიქნია. მე და ის ხომ დიდი ხნის მეგორები ვართ. მერე კი…აი მერე მე მართლაც ავიხდინე დიდი ხნის ოცნება. დიდი , თეთრი ფრთები გამოვიბი და გავფრინდი. არა! არა! მე არ გამიფრენია. მე გავფრინდი ცაში, როგორც ჩიტები დაფრინდავენ აი ისე. sdfdfოცნება ავიხდინე და ახლა უკვე ჩიტებს შევეთამაშე, იადონებს სიმღერაში გავეჯიბრე და შავი, მოქუფრული ღრუბლები ვარდისფრად გავაფერადე. წვიმამაც მომაკითხა . ისევ ცეკვა სდომებია, ხოდა ერთი ორი სამი, ცეკვა ვალსი ვალსი. მერე ფრთები გავშალე და მთელ დედამიწას შემოვუფრინე, იქიდან კი დავინახე სამყარო. სწორედ ის სამყარო  რომელიც ოცნებებში შევქმენი და მერე იმდენად, იმდენად მოვინდომე რომ რეალობად ვაქცია. მერე კი ამოვიცანი გამარჯვებული სიკეთე და დამარცხებული ბოროტება,  მომღიმარი ბავშვები და დამარცხებული გაჭირვება, ბედნიერების ელექსირი და უბედნიერესი დედამიწა,  სიგიჟემდე სიყვარული და აყვავებული ხეები, კიდევ ცისარტყელა, აი ჩემს ოცნებებში რომაა ზუსტად ეგეთი. ახდენილი ოცნებები და გახარებული ბავშვები, ეზოში კლასობანას რომ თამაშობენ და დედიკოებს და მამიკოებს თვალებში შესციცინებენ, ნახე რამხელაზე ვისკუპეო. მე კი…ვინ წარმოიდგენდა რომ ეს 15 წლის ფანატიკოსი ვიქცეოდი გოგონად რომელმაც იმდენად მოინდომა , იმდენად მოინდომა რომ ზოგისთვის არარეალური აქცია რეალურად და უბრალოდ ოცნება გაარეალურა.

cropped-325.jpg

            საღამო ხანი იდგა. ძილის დრო იყო. მეც ჩავწექი თბილ ლოგინში, საბანი თავზე წამოვიხურე და იმდენად მაგრად, იმდენად მაგრად დვუჭე თვალები რომ…დიახ მე ოცნება გავარეალურე.

 

 ს. მარგველაშვილი

მე მტკივა 9 აპრილი!

აზა ადამია-22 წლის. მარტვილიდან. გამოსვლები რომ დაიწყო სულ მთავრობის სასახლესთან იდგა. სიტყვებზე:”შვილო არ წავიდე,არაფერი შეგემთხვესო”, პასუხად ჰქონდა: “მერე რა , თუ ასეც რრომ მოხდეს. თუ შევეწირები, ჩემს სამშობლოს შევეწირებიო”

ეკა ბეჟანიშვილი-16 წლის. თბილისიდან. კომაროვის სკოლის მოსწავლე. სკოლიდან პირდაპირ მიტინგზე მიდიოდა. იმ ავადსახსენებელი დღის წინა ღამეს ფოთოლცვენა ესიზმრა. აუხდა სიზმარი…

 

ელისო ჭიპაშვილი-25 წლის. იმ ღამით სალდათებს  ვიღაც ბავშვისთვის დაურტყამთ, ელისო მას გადაეფარა. როცა სალდათი ელისოსკენ მიბრუნდა ,ელისომ უთხრა: “ფეხმძიმედ ვარო” . სალდათმა მას უფრო გამეტებით დაარტყა.

გია ქარსელაძე- 25 წლის. ტრაგედიის მეორე დღეს, 1989 წლის 10 აპრილს, კომენდანტის საათის დროს ტყვიის მსხერპლი გახდა

მანანა მელქაძე-23 წლის. ნოემბერ-აპრილში რუსთაველზე ათენ-აღამებდა. სჯეროდა თავისი თავგანწირვით, საკთარ ქვეყანას გადაარჩენდა.

მზია ჯინჭარაძე-43 წლის.  მას როგორც შეეძლო, ისე ებრძოდა არსებულ ხელისუფლებას. არც ერთი მიტინგი არ გამოუტოვია. 9 აპრილს მტრის ხელს ემსხვერპლა.April9victims1

ნანა სამარგულიანი-30 წლის. ბოლო წუთამდე მთავრობის სახლის წინ იდგა.  ვიღაც კაცი მისულა მასთან და უთქვამს: “ახლა დრბევა მოხდება და გაერიდეთო”, ის კი უფრო საწინააღმდეგოდ, შუაგულისკენ წასულა-მე აქ უნდა ვიყოო.

ნათია ბაშალეიშვილი-16 წლის51 სკოლის მოსწავლე. მისი საყვარელი სიტყვები იყო: “სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლლების ძებნაში მკვდარი”

ნატო გიორგაძე-23 წლის. მუდმივად მიტინგებს ესწრებოდა. დედის სიტყვებზე : “შეეწირები ამ საქმეს შვილო”, პასუხად ჰქონდა : “თუკი საქართველოს შევეწირები, განა ჩემზე ნაკლები მამულიშვილები შეწირვიანო?”

შალვა ქვასროლიაშვილი- თელავიდან.სულ იქ იყო მიტინგებზე ნოემბერში და აპრილში. სოფელში ჩასულს გული არ უჩერდებოდა და ისევ უკან თბილისში ბრუნდებოდა.

თამარ მამულაშვილი-50 წლის. აპრილის პირველ დღეებში მიტინგებზე არ წასულა. 8-ში დაიჟინა :”დღეს რომ არ წავიდე, არაფრით არ შეიძლებაო”, როცა ის საბედისწერო წუთები დამდგარა უთქვამს,: “რომ დავიხოცოთ, ბოლომდე აქ უნდა ვიყოთო”. თამარი ხოცვა-ჟლეტის შუაგულში აღმოჩნდა.

თამუნდ აჭოველიძე-16 წლის. 51-ე სკოლის მოსწავლე. აპრილში,ისევე როგორც ნოემბერში , არ გაუცდენია მიტინგის არც ერთი დღე. სულ მოშიმშილეებთან იყო. მიჰქონდა წყალი და თბილი ტანსაცმელი.

თამუნა დოლიძე-28 წლის. ნოემბრის და აპრილის თვეში, თამუნა სამსახურიდან სახლში არ მიდიოდა, პირდაპირ მთავრობის სახლს მიაშურებდა ხოლმე მოშიმშილეებთან. თამუნას ოცნებად ჰქონდა თავისუფალ საქართველოს მოსწრებოდა 

თინა ენუქიძე-70 წლის. მომიტინგეებს ამხნევებდა და ეფერებოდა, წყალს აწვდიდა მათ. ხალხს ეუბნეოდა “სახლში როგორ ჩერდებით, დღეს ყველა იქ უნდა ვიყოთო”. 9 აპრილს სახლიდან რომ გამოსულა უთქვამს :”მე აღარ დავბრუნდებიო”

მამუკა ნოზაძე-22 წლის. ლაგოდეხის რაიონიდან. 9 აპრილის დილას , ნიჩბებით დახოცილ და დაჭრილ, მომწამლავი აირით მოწამლულ ახალგაზრდებს შორის, მამუკა ნოზაძეც ერია.

მარინა ჭყონია-სამარგულიანი -35 წლის . მიტინგებს არ აცდენდა . მოშიმშილეებს გვერდით ედგა. 9 აპრილს ოჯახში დაუბარებია: “თუ არ დავბრუნდი, შვილები გამიზარდეთო”

ნინო თოიძე-25 წლის. მახარაძის რაიონიდან. არც ერთ მიტინგს და დემონსტრაციას არ აცდენდა. ამბობდა: “ეს მიტინგები გვაახლოებს საქართველოს თავისუფლებასთანო” . იმ ღამესაც ბოლო წუთამდე მდგარა.

ნოდარ ჯანგიშერაშვილი-40 წლის. თავისუფალი საქართველო იყო მისი ოცნება. იმ ღამეს ორი და სამშვიდობოს გაუყვანია და უკან შემობრუნებულა სხვების გადასარჩენად მაგრამ ვეღარ გამოუღწევია.

ვენერა მეტრეველი-ექთნად მუშაობდა. ყველას სატკივარი გულთან მიჰქონდა. 9 აპრილის ღამით, მომწამლავი გაზით სული შეგუბებია.

ზაირა კიკვიძე-61 წლის. როცა ქალაქში ტანკებმა ჩამოიარა, სახეშეშლილი დაბრუნდა სახლში. ამბობდა: “არა, ეს არ უნდა ვაპატიოთ,ჩვენ ყველანი უნდა შევეწიროთ და მაინც არ უნდა ვაპატიოთო”

მანანა ლომსაძე- 33 წლის. თავად იყო მოშიმშილეთა შორის. სახლიდან ეზიდებოდა თბილ ტანსაცმელსა და ლოგინს. როცა დარბევით აშინებდნენ, პასუხობდა : “მე თუ რამე მომივა, ამით საქართველოს არაფერი დააკლდება, და თუ საქართველოსთვის ასე იქნება საჭირო, განა არ ღირს მისთვის სიკვდილი?”

კესადილე და რომპოპე

ეს რეპორტაჟი განსხვავებულია იმიტომ რომ დამიმონტაჟეს (აბა სად ვიცი მე დამონტაჟება: დ). ვფიქრობდი რომ ჩემი რეპორტაჟების მთავარი ხიბლი ის იყო რომ საერთოდ არ ვიცავდი ჟურნალისტიკური ეთიკის, ან თუნდაც იმ წესებს რომლებიც ნორმალური რეპორტაჟის გადაღების დროს აუცილებელია. მაგრამ ჩემს ვიდეოებს მაინც ერქვა “სალომეს რეპორტაჟები”. არ ვიცი როგორ შეესაბამება ეს ვიდეო ჩემი რეპორტაჟების სტილს მაგრამ ვფიქრობ რომ დამონტაჟებული უფრო სასიამოვნო საყურებელია. 🙂 ეს რეპორტაჟი კი იმის შესახებაა თუ როგორ ვემზადებით კულინარიული კონკურსისთვის, მექსიკური კერძებით “რომპოპე” და “კესადილიე” p.s. ძალიან გემრიელია ^_^ ❤